|
2023-03-30 15:17:08, 877 ნახვა
საზოგადოება
ომბუდსმენი სააკაშვილთან კონსილიუმის შესვლაზე - ვიზიტი დაგეგმილია დღეს - თავს იკავებენ საუბრისგან, მაგრამ უახლოეს დღეებში ვიზიტი შედგება
ჩემი ინფორმაციით, ვიზიტი დაგეგმილია დღეს, ისინი თავადვე თავს იკავებენ დეტალებზე საუბრისგან და მეც არ ვისაუბრებ, მაგრამ უახლოეს დღეებში ეს ვიზიტი შედგება, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან კონსილიუმის შესვლის საკითხზე განაცხადა. როგორც ომბუდსმენმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მისი მხრიდან ამ პროცესს არანაირი წინააღმდეგობა არ აქვს. „ჩემი მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა ამ პროცესს არ ექმნება და ვერ შეექმნება, რადგან კონსილიუმი თავად იღებს გადაწყვეტილებას, რა სიშირით და როდის შევა. ფორმალური ნაწილი, რაც დაკავშირებულია ჩემი მხრიდან საბუთებთან, დიდი ხანია, ეს მოგვარებულია, ხელმოწერილია რწმუნებები. რაც შეეხება, როდის შევლენ, ჩემი ინფორმაციით, ვიზიტი დაგეგმილია დღეს, ისინი თავადვე თავს იკავებენ დეტალებზე საუბრისგან და მეც არ ვისაუბრებ, მაგრამ უახლოეს დღეებში ეს ვიზიტი შედგება“, - განაცხადა სახალხო დამცველმა, როგორც ამას საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)