|
2023-03-30 14:29:31, 926 ნახვა
საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფმა“ ავჭალაში, რკინიგზის ლიანდაგების მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავა
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ავჭალაში, ივანე კაჭარავას ქუჩის მიმდებარედ, რკინიგზის ლიანდაგებთან არსებული ტერიტორია დაასუფთავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია და „საქართველოს რკინიგზის“ ინფრასტრუქტურის ფილიალის დირექტორი გიორგი მარუქაშვილი გაეცნენ. „ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ „საქართველოს რკინიგზასთან“ და ხშირად ერთობლივად ვგეგმავთ დასუფთავების ღონისძიებებს. ამ ადგილის საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმენდის მოთხოვნა მოქალაქეების მხრიდან წამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია არ არის ჩვენი კომპანიის მოვლა-პატრონობაში, გავითვალისწინეთ ადგილობრივი მოსახლეობის სურვილი და სრულად გავწმინდეთ ლიანდაგების მიმდებარედ არსებული მონაკვეთი“, - აღნიშნა დავით ფაჩულიამ. „შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მსგავსი ღონისძიებების სახით მომავალშიც გააგრძელებს სს „საქართველოს რკინიგზის“ ბალანსზე არსებული ტერიტორიების დასუფთავებას“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)