|
2023-03-30 10:56:12, 1159 ნახვა
საზოგადოება
გორის მუნიციპალიტეტის სკოლიდან გაათავისუფლეს მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლეზე, სავარაუდოდ, იძალადა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავის საჯარო სკოლიდან გაათავისუფლეს მასწავლებელი, რომელმაც მე-7 კლასის მოსწავლეზე, სავარაუდოდ, იძალადა. როგორც გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა, მომხდართან დაკავშირებით სკოლის ადმინისტრაციამ პოლიციას უკვე მიმართა და ყველანაირი ინფორმაცია გადასცა. "დისციპლინარულმა კომიტეტმა დაიწყო მოკვლევა და დღეს დაასრულა. პედაგოგი გათავისუფლდა სკოლიდან. დიახ [ფიზიკურად შეეხო მოსწავლეს]. გადაცემულია პოლიციაზე [ინფორმაცია] და გამოძიების დაწყება პოლიციის საქმეა, სკოლამ პოლიციას მიმართა",- განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა. აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის მიერ მოსწავლეზე ძალადობის ამსახველი ვიდეო მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს. ჯერჯერობით უცნობია, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)