07:07 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-30 09:55:55, 1137 ნახვა

საზოგადოება
სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში „საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში „საქმიანი ეზოს“ მოწყობის სამუშაოებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი კახა ცერცვაძე ადგილზე გაეცნო.

„დღეის მდგომარეობით, გურიის რეგიონში „საქმიანი ეზოები“ ფუნქციონირებს ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში. წლის ბოლომდე დაგეგმილი გვაქვს ორი „საქმიანი ეზოს“ მოწყობა ლანჩხუთის და ერთის – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ადგილობრივ მოსახლეობას ყველა იმ სერვისთან ჰქონდეს გამარტივებული წვდომა, რასაც სატყეო სააგენტო სთავაზობს. „საქმიანი ეზოების“ ფუნქციონირების მთავარი მიზანი მოსახლეობისა და კერძო სექტორის მერქნულ რესურსზე ხელმისაწვდომობის გამარტივებაა. სოციალური ჭრა ეტაპობრივად სატყეო სააგენტოს კომფორტული სერვისებით ჩანაცვლდება, რათა მოსახლეობისთვის ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს საშეშე მერქანი“,- აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს ინიციატივით, თითქმის ყველა რეგიონში 39 „საქმიანი ეზო“ ფუნქციონირებს, რაც უზრუნველყოფს ტყესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაციისა და მომსახურების მიწოდების გამარტივებას. 2023 წლის ბოლომდე, ქვეყნის მასშტაბით, დამატებით 17 „საქმიანი ეზო“ მოეწყობა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics