2023-03-29 16:33:33, 1429 ნახვა
ომი უკრაინაში
პესკოვი - არამეგობრული ქვეყნების ჰიბრიდული ომი რუსეთის წინააღმდეგ დიდხანს გაგრძელდება
არამეგობრული ქვეყნების ჰიბრიდული ომი რუსეთის წინააღმდეგ დიდხანს გაგრძელდება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთს თავის მხრივ, სჭირდება სიმტკიცე, საკუთარი თავის ერთგულება, მიზანდასახულობა და პრეზიდენტის ირგვლივ გაერთიანება, რათა "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ყველა დასახული მიზანი მიღწეულ იქნას.
"თუ გულისხმობთ ომს ფართო კონტექსტში - დაპირისპირებას მტრულ სახელმწიფოებთან, არამეგობრულ ქვეყნებთან, ამ ჰიბრიდულ ომს, რომელიც გაჩაღებულია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მაშინ ეს დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება. აქ კი, ჩვენ გვჭირდება სიმტკიცე, საკუთარი თავის ერთგულება, მიზანდასახულობა, პრეზიდენტის ირგვლივ გაერთიანება", - განაცხადა პესკოვმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,