|
2023-03-29 12:22:55, 636 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა ტყიბულის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს
გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს" ფარგლებში, ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორებმა, მოსახლეობასთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, პროკურორებმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და არსებული გამოწვევების შესახებ. ასევე, ისაუბრეს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის როლზე, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები მსგავსი სახის სისხლის სამართლის საქმეებში და მათი მოვალეობა, სწორედ დაზარალებულთა და მსხვერპლთა მხარდაჭერა და გაძლიერებაა. "შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებს, გენდერული სტერეოტიპების განხილვას, მსგავსი სახის საქმეების გამოძიების, პროცესში მტკიცებულებათა მოპოვების პრობლემატიკას, დანაშაულის პრევენციისთვის საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას. ასევე, თუ რა ბარიერებს აწყდებიან ქალები, როდესაც ისინი ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა. დამსწრე პირებმა დასვეს შეკითხვები და განიხილეს რეალური შემთხვევები. შეხვედრის დასასრულს შეხვედრის მონაწილეებმა შეავსეს ანონიმური კითხვარი ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ. ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს აქტიურად განაგრძობენ",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)