2023-03-28 21:51:20, 1390 ნახვა
ომი უკრაინაში
რიში სუნაკი - ჩინეთის ქმედებები ძირს უთხრის მის ნეიტრალიტეტს უკრაინის ომთან დაკავშირებით
რიში სუნაკმა ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს მოუწოდა ნებისმიერ კონკრეტულ სამშვიდობო წინადადებაზე, რომლითაც დაინტერესებულია ჩინეთი უშუალო კომუნიკაცია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან აწარმოოს.
"ჩვენ მოვუწოდებთ სი ძინპინს პირდაპირ ისაუბროს პრეზიდენტ ზელენსკისთან ნებისმიერ კონკრეტულ სამშვიდობო წინადადებაზე, რომლის შეთავაზებითაც ჩინეთი დაინტერესებულია... სწორი იქნება, რომ ჩინეთი ამ საკითხზე უშუალოდ უკრაინასთან ურთიერთობისას",- თქვა სუნაკმა.
შეგახსენებთ, 20-22 მარტს ჩინეთის პრეზიდენტი მოსკოვში იმყოფებოდა ვიზიტის შემდეგ, დასკვნით ეტაპზე, მხარეებმა რუსეთსა და ჩინეთს შორის ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის ურთიერთობების გაღრმავების შესახებ განაცხადეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,