|
2023-03-28 16:39:20, 1147 ნახვა
საზოგადოება
საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან 6 წელი შესრულდა
საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან 6 წელი შესრულდა. იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, საქართველოს პასპორტით უვიზოდ მიმოსვლა მსოფლიოს 106 ქვეყანაშია შესაძლებელი, ბიომეტრიულ პასპორტს კი, საქართველოს 1 700 000-მდე მოქალაქე ფლობს. "იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებისა და შენარჩუნების პროცესში. ევროკავშირთან თანამშრომლობით წარმატებით განხორციელებული ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო დოკუმენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული საიდენტიფიკაციო დოკუმენტების - პირადობის ელექტრონული მოწმობის და ბიომეტრიული პასპორტის - სანდოობა საერთაშორისო დონეზეა აღიარებული. საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისგან დაცული სამგზავრო დოკუმენტია; საქართველოს პასპორტით უვიზოდ მიმოსვლა მსოფლიოს 106 ქვეყანაშია შესაძლებელი. ბიომეტრიულ პასპორტს ამ დროისთვის საქართველოს 1 700 000-მდე მოქალაქე ფლობს", - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)