|
2023-03-28 09:26:54, 1187 ნახვა
მსოფლიო
ნეთანიაჰუმ პროტესტისა და საყოველთაო გაფიცვის გამო სასამართლო რეფორმა გადადო
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გადაწყვიტა სასამართლო რეფორმის საკამათო კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენა პარლამენტის მომავალ სესიამდე გადადოს. ”ერში განხეთქილების თავიდან აცილების მიზნით, მე გადავწყვიტე მეორე და მესამე მოსმენის გადადება, რათა მივაღწიოთ ფართო კონსენსუსს”, - თქვა მან სატელევიზიო მიმართვაში. მანამდე, გადაწყვეტილება რეფორმის გადადების შესახებ ქნესეტის ზაფხულის სესიამდე გამოაცხადა ულტრამემარჯვენე ებრაული ძალაუფლების პარტიამ, რომელიც სამთავრობო კოალიციის ნაწილია. „მე დავთანხმდი ვეტოს მოხსნას პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპირების სანაცვლოდ, რომ კანონპროექტი მომდევნო სესიაზე დასამტკიცებლად ქნესეტს წარედგინება“, - თქვა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა და ებრაული ძალების ლიდერმა იტამარ ბენ-გვირმა. ისრაელში, უკვე მესამე თვეა, საპროტესტო აქციები არ ცხრება იმის გამო, რომ მთავრობა გეგმავს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვას. ახლა სასამართლოს აქვს შესაძლებლობა დაბლოკოს პარლამენტის გადაწყვეტილებები, თუ მათ უკანონოდ მიაჩნია. საპროტესტო აქციები მიმდინარე წლის დასაწყისიდან დაიწყო, მაგრამ გასულ კვირას ის უფრო მასშტაბური გახდა. კვირას და ორშაბათს ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა იერუსალიმში, ქნესეტის შენობასთან. რეფორმის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად ქვეყანაში საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდა, რომელსაც ტრანსპორტის მუშები, ექიმები, საჯარო მოხელეები, ბანკირები და კერძო კომპანიების თანამშრომლები შეუერთდნენ. შედეგად, თითქმის ყველა დაწესებულების მუშაობა პარალიზებული იყო - შეჩერდა ფრენები ქვეყნის მთავარი საერთაშორისო აეროპორტიდან, ბენ გურიონიდან, შეწყვიტა მუშაობა ქვეყნის მთავარმა პორტებმაც. მაკდონალდსის რესტორნებიც კი დაიხურა. ნეთანიაჰუს განცხადების შემდეგ ისრაელის პროფკავშირების ფედერაციამ ჰისტადრუტმა გენერალური გაფიცვის დასრულება გამოაცხადა.
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)