00:14 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-28 09:00:28, 1411 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინამ 12 „კამიკაძე“ დრონი და სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო

რუსეთმა, 28 მარტის ღამეს, უკრაინაზე Shahed-136/131-ის ტიპის დრონებითა და მართვადი ბომბებით თავდასხმა განახორციელა. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, 12 ერთეული Shahed-136/131 და სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

მათივე ინფორმაციით, ირანული დრონებით შეტევა ჩრდილოეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან განხორციელდა. ოკუპანტების Су-35 მოიერიშე თვითმფრინავები როსტოვის ოლქის მოროზოვსკის აეროდრომიდან აფრინდნენ და ორი მართვადი საჰაერო ბომბით თავს ხერსონის რეგიონს დაესხნენ.

"განადგურდა 13 საჰაერო სამიზნე: 12 ერთეული Shahed-136/131 და ერთი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი Granat-4", - ნათქვამია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, წუხელ უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics