|
2023-03-27 17:29:04, 772 ნახვა
საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძე ნდობის ჯგუფის შეხვედრას დაესწრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა ნდობის ჯგუფის წევრებს გასული წლის ანგარიში წარუდგინა და მიმდინარე წლის პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო, რომლებიც საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებას ისახავს მიზნად. შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებები და ამ მიზნით განხორციელებული რეფორმები. „ჯუანშერ ბურჭულაძემ დეპუტატებს დახურულ ფორმატში თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე ასევე განიხილეს შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციის, ინფრასტრუქტურის განახლებისა და სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესების კუთხით გადადგმული ნაბიჯები. შეხვედრას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ“,- აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)