00:50 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-27 15:47:17, 764 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი - ჩემი განხილვა ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე წმინდა წყლის სპეკულაციაა

ჩემი განხილვა ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე გახლავთ წმინდა წყლის სპეკულაცია ისევე, როგორც არაერთ სხვა ადგილას, - ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

როგორც წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, არსად წასვლას არ აპირებს.

 "საერთოდ, ასე ხდება ხოლმე, როდესაც იმ ადამიანებს, ვისაც არ მოსწონთ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში რა პოლიტიკაც დღეს ტარდება, შემდეგ დასხდებიან ხოლმე - ადგილებიც ვიცი, სადაც მსჯელობენ და თათბირობენ, ეს ჩვენივე სისტემაში ხდება ხოლმე - ითათბირებენ და გადაწყვეტენ, რომ მალე გვეშველება, გადადის ამა და ამ სამინისტროში. ეს, მე მგონი, რიგით მეოთხე სამინისტროა, სადაც მათ გამამწესეს, მაგრამ მათ მინდა მივუსამძიმრო, რომ მე არჩევნებამდე არსად არ ვაპირებ წასვლას და არჩევნების შემდეგ, ალბათ, მათთვის კიდევ უფრო დიდი სამძიმარი შეიძლება მქონდეს სათქმელი", - აცხადებს თეა წულუკიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics