06:28 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-27 13:54:42, 850 ნახვა

საზოგადოება
თბილისში ევროკავშირის საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ქსელის შეხვედრა და გენერალური ასამბლეა გაიმართება

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივითა და მხარდაჭერით, 28-31 მარტს, ევროკავშირის საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ქსელის  Eurodesk შეხვედრა და გენერალური ასამბლეა გაიმართება.

"ღონისძიებას, რომელიც თბილისის საკრებულოში გაიხსნება, დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ევროკომისიის ახალგაზრდული პროგრამების ხელმძღვანელი მატიე ორფანიდესი, „ევროდესკის“ პრეზიდენტი ლორენა ბარიჩი, ბრიუსელის ოფისისა და ქსელის წევრი ქვეყნების ეროვნული წარმომადგენლობის ხელმძღვანელები დაესწრებიან.

შეხვედრაზე ახალგაზრდული ქსელის სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის  საკითხებს განიხილავენ. მათ შორის, იმსჯელებენ საქართველოს როლის გაძლიერებაზე, ამ მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და პროცესში ქართველი ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობაზე. ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები, დისკუსიები, პრეზენტაციები, ანგარიშებისა და სამომავლო გეგმების განხილვა, ასევე, სოციალურ-კულტურული აქტივობები.

ევროკავშირის საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ქსელის შეხვედრაში მონაწილეობას ასევე, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი, ირაკლი გვილავა მიიღებს.

„ევროდესკი“ ევროპის მასშტაბით, სასწავლო მობილობის, სტიპენდიების, გაცვლითი პროგრამების, სტაჟირებისა და ტრენინგების მიმართულებით, სხვადასხვა შესაძლებლობასა და რესურსს აერთიანებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics