23:24 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-27 00:53:08, 1285 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრი სამსახურიდან გაათავისუფლეს, რომელმაც ნეთანიაჰუს რეფორმა გააკრიტიკა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გადააყენა ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი მას შემდეგ, რაც გალანტმა საჯაროდ მოუწოდა მთავრობას შეაჩეროს რადიკალური სასამართლო რეფორმა.

ისრაელში, უკვე მესამე თვეა, სახალხო პროტესტი არ ცხრება იმის გამო, რომ მთავრობა გეგმავს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვას. ახლა მას აქვს შესაძლებლობა დაბლოკოს პარლამენტის გადაწყვეტილებები, თუკი მათ უკანონოდ მიაჩნია.

როგორც გალანტმა აღნიშნა, შემოთავაზებულმა სასამართლო რეფორმამ გამოიწვია საზოგადოებაში უზარმაზარი განხეთქილება, ისევე როგორც სიბრაზის, ტკივილისა და იმედგაცრუების უპრეცედენტო გრძნობა, რომელიც გავრცელდა ჯარზე.

”ეს წარმოადგენს მკაფიო, უშუალო და ხელშესახებ საფრთხეს სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის”, - თქვა შაბათს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა. მან დასძინა, რომ უარს ამბობს ინიციატივის ამჟამინდელი სახით მხარდაჭერაზე და კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდა.

ამ განცხადების შემდეგ ნეთანიაჰუმ თავისთან დაიბარა გალანტი და პირადად უთხრა, რომ მის მიმართ ნდობა დაკარგა და გალანტი თავდაცვის დეპარტამენტს ვეღარ ხელმძღვანელობდა.

ნეთანიაჰუს რეფორმების არსი მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლოს ჩამოერთვას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა.

ისრაელის პარლამენტი შედგება ერთი პალატისაგან. უზენაესი სასამართლო აქამდე აკონტროლებდა ხელისუფლების ქმედებებს, ბლოკავდა კანონების მიღებას, რომლებიც მას უკანონოდ თვლიდა.

შემოთავაზებული ცვლილებები ნიშნავს, რომ ნებისმიერი ვეტო შეიძლება გადაილახოს უბრალო საპარლამენტო უმრავლესობით 61 ხმით.

ეს ნიშნავს, რომ მმართველ კოალიციას, რომელსაც აქვს მანდატების უმრავლესობა ქნესეტში, შეძლებს თავისუფლად მიიღოს ან გააუქმოს ნებისმიერი კანონი.

კანონის კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს ქვეყანაში დიქტატურას გამოიწვევს. პირიქით, ნეთანიაჰუ არსებულ ვითარებას ანტიდემოკრატიულს უწოდებს, როდესაც სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის საქმიანობა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
პატრიარქობის კანდიდატმა, მიტროპოლიტმა იობმა ზეწოლაზე ისაუბრა - ახსენა სამთავრობო მედია
რეჟიმმა გურამ როგავაზე, ზვიად მაისაშვილზე და ლევან ხაბეიშვილზე 2024 წელს თავდასხმისთვის სპეცრაზმელები დააკავა
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics