10:25 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-26 13:14:39, 1910 ნახვა

ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის შეტევა უკრაინაში კულმინაციას აღწევს

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, რუსეთის შეტევა უკრაინაში კულმინაციას აღწევს.

ამერიკელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 25 მარტს, უკრაინელმა და დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა ბახმუტში რუსეთის შეტევასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულებები გამოთქვეს, მაგრამ მათი თქმით, ყველა ეთანხმება შეფასებას, რომ რუსეთის ძალისხმევა ამ მიმართულებით, სავარაუდოდ, კულმინაციას მიაღწევს.

"რუსეთის ჯარებს შეუძლიათ გააგრძელონ ხშირი და აგრესიული თავდასხმები ბახმუტზე, მაშინაც კი, თუ შეტევა თითქმის წარუმატებლად დასრულდა, რადგან კულმინაცია არ ნიშნავს ბრძოლის არარსებობას. რუსული თავდასხმები ბახუტში და მის გარშემო, შესაძლოა, განახლდეს მაღალ დონეზე, მნიშვნელოვანი ახალი მიღწევების გარეშე, თუ რეგულარული რუსული არმია ამოქმედდება", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რუსული არმიის ჩართვას შეტევის კულმინაციის თავიდან აცილებაც კი შეუძლია და ამასთან, აგრესორისთვის მნიშვნელოვანი ოპერატიული პროგრესის შექმნა, მაგრამ ექსპერტების თქმით, ასეთი შესაძლებლობები მაინც ნაკლებად სავარაუდოა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
პოლონეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ ეთერში ქართული ტელეარხი გაუშვა დეზინფორმაციასთან საბრძოლველად
CNN: ტრამპი სკეპტიკურად უყურებს ირანის ახალ სამშვიდობო წინადადებას
დიდი ბრიტანეთის მეფე შეერთებულ შტატებში ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics