2023-03-25 14:17:22, 816 ნახვა
პოლიტიკა
მანჯგალაძე - როგორც იქნა პრეზიდენტმა გაბედა და ივანიშვილი ოლიგარქად აღიარა - წინ გადადგმული ნაბიჯია
როგორც იქნა პრეზიდენტმა გაბედა და ივანიშვილი ოლიგარქად აღიარა - წინ გადადგმული ნაბიჯია,- ამის შესახებ „რეფორმების ჯგუფის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტმა უნდა ისაუბროს იმაზეც, რომ ოლიგარქია და არაფორმალური მმართველობა ეწინააღმდეგება ევროპას.
"პრეზიდენტმა როგორც იქნა გაბედა, ერთი ნაბიჯი გადადგა წინ, ამასაც არ აღიარებდნენ, ეს კარგია, რომ აღიარა ოლიგარქად, ახლა უნდა დაიწყოს სალომე ზურაბიშვილმა საუბარი იმაზე, არა მხოლოდ ოლიგარქია, არამედ არაფორმალური მმართველობა როგორ ეწინააღმდეგება ევროპის სამართლებრივ სისტემას,"- განაცხადა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა "TV პირველთან' ინტერვიუში ხელისუფლება კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ისინი "აზრზე უნდა მოვიდნენ".
ავტორი: ექსპრესნიუსი,