|
2023-03-25 12:19:29, 741 ნახვა
საზოგადოება
მერია - დავით აღმაშენებლის გამზირზე ავტომობილების მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული ღონისძიების – „ჩემი გაზაფხული 2023“-ის ფარგლებში გასამართი გარბენის გამო, 26 მარტს, 11:00 სთ- დან 12:00 სთ-მდე დავით აღმაშენებლის გამზირზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, შეზღუდვა იმოქმედებს დოდო აბაშიძის ქუჩის კვეთიდან კიევის ქუჩის კვეთამდე. „მარჯანიშვილის ქუჩიდან ჯემალ ჭკუასელის ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ კოტე მარჯანიშვილისა და დიმიტრი უზნაძის ქუჩების გამოყენებით. ხოლო კიევის ქუჩიდან დავით აღმაშენებლის გამზირისა და ჯემალ ჭკუასელის ქუჩის მიმართულებით მოძრაობის სქემა დარჩება უცვლელი. ღონისძიების მიმდინარეობისას დავით აღმაშენებლის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს უცვლელად, მოქმედი მარშრუტის შესაბამისად“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)