2023-03-24 16:38:38, 717 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - პრემიერ-მინისტრმა ოპოზიციას დებატები 10:0 მოუგო
დღეს, პრემიერ-მინისტრმა 10:0 მოუგო დებატები ოპოზიციის წარმომადგენლებს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ პარლამენტში, მთავრობის მეთაურის ინტერპელაციის წესით მოსმენაზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციის "უსუსური და უინტელექტო" სახე გააშიშვლა.
"პრემიერმა კიდევ ერთხელ გააშიშვლა მათი ნამდვილი სახე - მათი უსუსური და ცოტა უხეშად რომ ვთქვათ, მათი უინტელექტო სახე. ჩანს აშკარად ინტელექტის დეფიციტი. ამ ყველაფრის გამოხატულებაა მათი პოლიტიკური პოზიცია - აქ არის სერიოზული მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. მადლობა პრემერს ამისთვის... ეს ყველაფერი აჩვენებს, რა ხდება რადიკალური ოპოზიციის მხარეს, რა ხდება პრემიერის მხარეს, სად არის ევროპა, სად არ არის ევროპა, სად არის განათლება და სად არ არის", - განაცხადა კობახიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,