11:09 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-23 23:20:15, 912 ნახვა

საზოგადოება
2022 წელს ევროკავშირში თავშესაფარი საქართველოს 25 ათასზე მეტმა მოქალაქემ ითხოვა

2022 წელს ევროკავშირში დროებითი თავშესაფარი 881 200-მა ადამიანმა მოითხოვა, მათ შორის საქართველოს 25 935-მა მოქალაქეა.  ამის შესახებ ინფორმაცია ევროსტატმა გამოაქვეყნა.

ევროსტატის მონაცემებით, თავშესაფრის პირველად მაძიებელთა რაოდენობით საქართველო სტატისტიკის მიხედვით ათელშია შესული და თუ 2021 წელს მე-11 ადგილზე იყო, 2022 წელს მე-8 ადგილზე გადავიდა.

2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებს შორის დროებითი თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად მიმართავდნენ:

  • საფრანგეთს - 8905 განაცხადი;
  • გერმანიას - 7965 განაცხადი;
  • იტალიას - 3240 განაცხადი;
  • ირლანდიას - 2705 განაცხადი;
  • ბელგიას - 840 განაცხადი;
  • ესპანეთს - 660 განაცხადი;
  • შვეიცარიას - 660 განაცხადი.

ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ წინა რამდენიმე წელთან შედარებით 2022 წელს გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიმართვების რაოდენობა, რიცხვები 2015 და 2016 წლების მონაცემებს ჩამორჩება, როცა 1 მლნ ადამიანი ითხვდა თავშესაფრის უფლებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics