|
2023-03-21 10:55:52, 727 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია KfW-ის საქართველოს გარემოსდაცვითი პორტფელის მენეჯერს, ფრენკ მორშელს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) საქართველოს გარემოსდაცვითი პორტფელის მენეჯერს, ფრენკ მორშელს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკს შორის საგრანტო ხელშეკრულებით „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება“ გათვალისწინებული საკითხები განიხილეს. „მადლობას ვუხდი გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) წარმომადგენლებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც წლებია დაცული ტერიტორიების სააგენტოს უწევენ. საგრანტო ხელშეკრულების „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება“ ფარგლებში, ექვსი წლის განმავლობაში, გათვალისწინებულია ახალი დაცული ტერიტორიების დაარსებისა და არსებულის განვითარების ხელშეწყობა, დაცული ტერიტორიების მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესება. დიდი ყურადღება დაეთმობა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის გაუმჯობესებასა და კონსერვაციის უზრუნველყოფას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გერმანელი პარტნიორებისგან მიღებული გრანტით იგეგმება კვლევები სამეგრელოსა და ზემო სვანეთში, რაც ამ რეგიონებში დაცული ტერიტორიების დაარსების საფუძველი იქნება. უახლოეს პერიოდში კი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გურიაში დაცული ტერიტორიების დაარსებასთან დაკავშირებით, პარლამენტს კანონპროექტს წარუდგენს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ. „როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბოლო წლებში, დაცული ტერიტორიების ფართობი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ის ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის 13%-ს შეადგენს. სახელწმიფოს პოლიტიკა ამ მიმართულებით მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. ფრენკ მორშელის განცხადებით, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (KfW) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის გამოცდილება აქვს. ბანკის (KfW) საქართველოს გარემოსდაცვითი პორტფელის მენეჯერმა მზადყოფნა გამოთქვა, ახალი დაცული ტერიტორიების განვითარებაში ქართულ მხარეს მომავალშიც აქტიურად დაუჭირონ მხარი. საგრანტო ხელშეკრულებას „ბიომრავალფეროვნება და მდგრადი ადგილობრივი განვითარება“ 2022 წელს მოეწერა ხელი. პროექტის ღირებულება 16 245 625 ევროა. სამიზნე ტერიტორიებად შერჩეულია ახლადდაარსებული რაჭის, შიდა ქართლისა და კვერეთის დაცული ტერიტორიები. სამივე მათგანში აშენდება ვიზიტორთა ცენტრები, მოეწყობა ტურისტული საფეხმავლო ბილიკები, სარეინჯეროები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)