|
2023-03-20 16:02:01, 1436 ნახვა
კომენტარი
ანდრია ჯაღმაიძე - უფლის წყალობით მე ვუძლებ, დათო ტურაშვილი კი, სამწუხაროდ, საავადმყოფოში მოხვდა
უფლის წყალობით, მე ვუძლებ, დათო ტურაშვილი კი სამწუხაროდ საავადმყოფოში მოხვდა!, - ასე გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე მწერალ დათო ტურაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რომლის გამოც იგი ტელეკომპანია "ფორმულას" პირდაპირი ეთერის შემდეგ, საავადმყოფოში მოხვდა. ჯაღმაიძის თქმით, სიტყვებიც შეიძლება მკვლელობის იარაღად იქცეს, აქედან გამომდინარე ის იტოვებს იმედს, რომ დათო ტურაშვილი იქნება იმის მაგალითი, რომ დეზინფორმაცია და ცილისწამება ტელევიზიებში აღიკვეთოს და იქნას თავიდან აცილებული. "არაა იოლი გასაძლები! ვიცით, ვის რის ფასად უჯდება პატივისა და ღირსების შელახვის დათმენა?! უფლის წყალობით, მე ვუძლებ; აი, დათო ტურაშვილი კი სამწუხაროდ საავადმყოფოში მოხვდა! მინდა ჯანმრთელობა ვუსურვო მას და ასევე ვისურვო, რომ ჩვენი საზოგადოება მეტად დაუფიქრდეს მის ნათქვამს, რომ სიტყვებიც შეიძლება მკვლელობის იარაღად იქცეს! ახლა კონკრეტულს არაფერს შევახსენებ ტელევიზიებს, რომლებსაც არაერთხელ ანალოგიური რამ გაუკეთებიათ, და მათ შორის ჩემს მიმართაც, ინტერნეტსივრცე კი, ისეთი რეალობაა, რომ, თუ იქ ერთხელ რამე მოხვდა, მუდმივად რჩება და მუდმივად შეგვახსენებს ამას. ამ ტელევიზიების საყურადღებოდ მინდა ვთქვა: კარგია, დათო ტურაშვილს რომ ექომაგებით, მართლაც დაინახეთ რომ მკვლელობის, სამშობლოს ღალატისა და სხვა ცილისწამებათა დაბრალება ცუდი საქციელია?! იმედი ვიქონიოთ, რომ ხვალიდან ამგვარ უღირს საქციელს თავადაც მოერიდებით? ან შენდობას ითხოვთ უკვე ჩადენილზე? ან ამ პოსტს მშვიდად და გაცნობიერებულად მიიღებთ?", - წერს ჯაღმაიძე.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)