20:33 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-18 15:17:53, 1594 ნახვა

ომი უკრაინაში
დანილოვი ჰააგის გადაწყვეტილებაზე - ეს რუსეთისთვის კატასტროფულ შედეგებს მოიტანს

საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს გადაწყვტილება რუსეთისთვის კატასტროფულ შედეგებს მოიტანს, - ასე გამოეხმაურა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

მისივე თქმით, თუ ვლადიმერ პუტინი და მარია ლვოვა-ბელოვა რომის სტატუტის წევრი 123 ქვეყნის ტერიტორიაზე მოხვდებიან, მათ დააკავებენ და ეს იქნება რუსეთისთვის სრული კატასტროფა.

"თუ ვლადიმერ პუტინი და მარია ლვოვა-ბელოვა რომის სტატუტის წევრი 123 ქვეყნის ტერიტორიაზე მოხვდებიან, მათ დააკავებენ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ რუსეთი რომის სტატუტის წევრი იყო, თუმცა მისი რატიფიცირება არ მოახდინა და 2016 წელს ამ შეთანხმებიდან გავიდა. რუსეთის გადაწყვტილებაზე გავლენა ყირიმის ანექსიამ მოახდინა. საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს გადაწყვტილება რუსეთისთვის კატასტროფულ შედეგებს მოიტანს. ეს იქნება კატასტროფა როგორც გეოპოლიტიკური, პოლიტიკური და სოციალური კუთხით. ასევე მძიმე შედგები დადგა თავად პუტინისთვის. ეს მოხდება უახლოეს მომავალში. ეს დასაწყისია. ის შავი გედები რომლებიც რუსეთში შეფრინდებიან სამუდამოდ რუსეთშივე დარჩებიან", - განაცხადა დანილოვმა.

შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics