13:41 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-17 04:08:22, 1730 ნახვა

სამართალი
დიდ დიღომში დაკარგული 12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს, წინასწარი ცნობით, მას ძალადობის კვალი აღენიშნება

თბილისში, დიდ დიღომში დაკარგული 12 წლის ანი გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ დიღმის მაცხოვრებლები, რომლებიც გოგონას მოძებნაში იყვნენ ჩართულები.

არსებული ინფორმაციით, გოგონა პეტრიწის 12 ნომერთან ახლოს, მიტოვებულ შენობებთან იპოვეს. როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის გადაუდებელი დახმარების ცენტრში უთხრეს, ადგილზე მისული ექიმები მოზარდის რეანიმაციას დიდიხანი ცდილობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

წინასწარი ინფორმაციით, მოზარს ყელის არეში ძალადობის კვალი აღენიშნება, ამის შესახებ არაერთმა თვითმხილველმა გაავრცელა ინფორმაცია.

რეფორმატორების ლიდერი ირაკლი ღლონტი, რომელიც დიდ დიღომში ცხოვრობს და ბავშვის მოძებნაში იყო ჩართული წერს, რომ რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს დანაშაულის გამოძიება, განსაკუთრებით შვილებს აქვს სიცოცხლის უფლება.

დღეს საღამოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაახლოებით 23 საათისთვის დაიკარგა 12 წლის ანი დიდ დიღომში პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან.

"ექსპრესნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყება დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს, რის შესახებ, მკითხველს ცნობას მივაწვდით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ რკინიგზის საქმის რვავე დაკავებულს ბრალი წარუდგინა, ორზე ძებნა გამოცხადდა
კალაძე ტაქსისტებს - მეგობრებო, აუცილებლად გადაიხადეთ დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოგვიწევს ნებართვების გაუქმება
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics