07:36 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-16 15:41:33, 882 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - მზად ვარ, სახალხო დამცველს შევხვდე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახალხო დამცველთან, ლევან იოსელიანთან შეხვედრის მზაობას გამოხატავს. ამის შესახებ ექსპრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს. 

სააკაშვილი იოსელიანს მასთან შეხვედრის სურვილისთვის მადლობას უხდის.

"მზად ვარ, სახალხო დამცველს შევხვდე უახლოეს დღეებში. სასურველია შაბათ-კვირას. მადლობა გამოთქმული სურვილისთვის", - წერს მესამე პრეზიდენტი "ფეისბუქის" გვერდზე.

ცნობისთვის, გუშინ, 15 მარტს ახლადარჩეულმა ომბუდსმენმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ სურვილის არსებობის შემთხვევაში, მზად არის, საქართველოს მესამე პრეზიდენტს შეხვდეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics