09:11 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-15 18:30:15, 756 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა - ვენეციის კომისიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რადიკალური ოპოზიცია საზოგადოებას ატყუებს

ვენეციის კომისიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი არის უკრაინული და დაამტკიცა ის, თუ როგორ ატყუებს რადიკალური ოპოზიცია მსგავს თემებზე საზოგადოებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ვენეციის კომისიამ ასევე დაადასტურა, რომ რეკომენდაციები, რაც დაფიქსირდა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გათვალისწინებულ იქნას, კანონი დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით და ამით 12 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი შესრულდეს.

„ჩვენ ვენეციის კომისიიდან მივიღეთ დასკვნები მთელ რიგ კანონპროექტებთან დაკავშირებით, მათ შორის არის დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტიც. თქვენ გახსოვთ, როდესაც ჩვენ გადავაგზავნეთ ეს რეკომენდაცია, რადიკალური ოპოზიცია როგორ ამბობდა და ატყუებდა ხალხს, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ინიციატივა, არ არის უკრაინული. ვენეციის კომისიამ დაადგინა და თქვა, რომ დიახ, ეს არის უკრაინული ვარიანტი. გვაქვს გარკვეული რეკომენდაციები, შენიშვნები და ბუნებრივია ამას განხილვის დროს გავითვალისწინებთ. ჩვენ პირველი მოსმენის დროსაც გვქონდა შესწორებები, რომ კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებებთან იყოს თანხვედრაში. თუმცა, ეს რომ გაგვეკეთებინა შემდეგ უკვე ეს რადიკალური ოპოზიცია იტყოდა, რომ ეს არ არის უკრაინული, არის ქართული ვარიანტი კონკრეტული პიროვნების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს არის უკრაინული მოდელი და რადიკალური ოპოზიცია ატყუებს მსგავს თემებზე საზოგადოებას. ვენეციის კომისიამ ასევე დაადასტურა ის, რომ ის რეკომენდაციები, რაც დაფიქსირდა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ გავითვალისწინოთ, კანონი დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით მივიღოთ და ამით 12 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი შევასრულოთ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics