19:14 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-15 17:13:22, 1461 ნახვა

ომი უკრაინაში
ლოიდ ოსტინი - ცხრა ქვეყანა აპირებს, რომ უკრაინას 150-ზე მეტი Leopard-ის ტიპის ტანკები გადასცეს

ცხრა ქვეყანა აპირებს, რომ უკრაინას 150-ზე მეტი Leopard-ის ტიპის ტანკები გადასცეს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა. 

მისივე განმარტებით, საუბარია ცხრაზე მეტი ჯავშან ბრიგადის ფორმირებაზე.

„ბოლო სამი თვის განმავლობაში, ამ საკონტაქტო ჯგუფის წევრებმა აჩვენეს შესანიშნავი ლიდერობა იმ შესაძლებლობების ჩამოყალიბებაში, რომელიც უკრაინას სჭირდება თავისი სუვერენიტეტის დასაცავად და ბრძოლის ველზე იმპულსის შესაქმნელად.

ქვეყნების კოალიცია, რომელიც უკრაინას Leopard-ის ტანკებით ამარაგებს, აგრძელებს ზრდას. ახლა 9 ქვეყანამ პირობა დადო, რომ 150-ზე მეტ Leopard-ის ტიპის ტანკს მიაწვდის“, - თქვა ოსტინმა.

შეგახსენებთ, რომ 25 იანვარს გერმანიის მთავრობა ოფიციალურად დათანხმდა უკრაინისთვის 14 ერთეული Leopard-ის 2 ტიპის ტანკის გადაცემას და სხვა ქვეყნებს გერმანული წარმოების ტანკების უკრაინაში რეექსპორტის უფლება მისცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics