16:24 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-15 12:07:44, 1382 ნახვა

ომი უკრაინაში
მედია - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამსახურში 400 000 ადამიანის გაწვევას გეგმავს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, პირველი აპრილიდან, საკონტრაქტო სამსახურში 400 000 ადამიანის გაწვევას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

მედიის ცნობით, შესაბამისი ინფორმაცია უკვე გაიგზავნა რუსეთის რეგიონებში, გუბერნატორები კი მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებენ.

მათივე ინფორმაციით, რიცხვი 400 000 გამომდინარეობს რუსეთის ფედერაციის რეგიონებში გაგზავნილი ბრძანებების ანალიზიდან, რომელშიც მითითებულია იმ ადამიანების რაოდენობა, ვისთანაც უნდა გაფორმდეს ხელშეკრულება სამხედრო სამსახურის შესახებ.

"თავდაცვის სამინისტროს გეგმების მიხედვით, ჩელიაბინსკის და სვერდლოვსკის რაიონებში 10 000 ადამიანი უნდა შევიდეს სამხედრო სამსახურში, ხოლო პერმის მხარეში 9 000",- წერს მედია. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს გეგმის მიხედვით, 2023 წლის ბოლომდე სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 400 000 ადამიანიდან 521 000-მდე უნდა გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics