2023-03-14 14:33:12, 792 ნახვა
პოლიტიკა
ენმ-ის წევრები მიხეილ სააკაშვილის ოჯახთან ერთად სტრასბურგში იმყოფებიან
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ჩალაძე, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად, სტრასბურგში იმყოფებიან.
ენმ-ის ცნობით, ევროპარლამენტარები დღეს სტრასბურგში გამართავენ საგანგებო სხდომას, რომლის ერთ-ერთი სადისკუსიო თემა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხი იქნება.
"ევროპარლამენტარები დღეს სტრასბურგში საგანგებო სხდომაზე შეიკრიბნენ. სადისკუსიო საკითხი სიკვდილის პირას მყოფ პუტინის პირადი პატიმრებთანაა დაკავშირებული.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სხდომის ერთ-ერთი მომხსენებელი ვილიამ ბროუდერია, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული "მაგნიტსკის სიის" შედგენა.
დისკუსიების შემდეგ გაიმართება პრესკონფერენცია", - ნათქვამია ენმ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,