|
2023-03-13 19:36:04, 925 ნახვა
საზოგადოება
"არა რუსეთს! სამარცხვინო ხართ" - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტი ლექტორს
"არა რუსეთს! სამარცხვინო ხართ" - ასე შეეგებნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ლექტორ ელიზბარ ელიზბარაშვილს, რომელიც, როგორც სტუდენტები ამბობენ ანტიდასავლური პროპაგანდით გამოირჩევა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის თქმით, ელიზბარ ელიზბარაშვილი არის ადამიანი, რომელიც აშკარა პრორუსულ ნარატივებს ატარებს, აქედან გამომდინარე კი, მას არაფერი ესაქმება უნივერსიტეტის კედლებში. მომხდარის შემდეგ ელიზბარ ელიზბარაშვილმა, განაცხადა, რომ ის მიამრთავს შესაბამის ორგანოებს და სტუდენტებს ისინი გასცემენ პასუხს. "ელიზბარ ელიზბარაშვილი არის ადამიანი, რომელიც სტუდენტებს ემუქრება, ადამიანი, რომელიც არის ალტ ინფოს აქტიური მხარდამჭერი და ხშირი სტუმარი, ატარებს აშკარა პრორუსულ ნარატივებს, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და არც ერთ უნივერსიტეტში არ უნდა ჟღერდებოდეს, რადგან ეს არის დამაზიანებელი ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ასეთ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ უნივერსიტეტის კედლებში", - განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)