|
2023-03-13 17:40:42, 1670 ნახვა
ომი უკრაინაში
ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გეგმავს
ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს გეგმავს მას შემდეგ, რაც მომდევნო კვირაში მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის წყაროების თანახმად, ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტი რუსეთში და შესაძლო საუბარი ვოლოდიმირ ზელენსკისთან ასახავს პეკინის სურვილს შეასრულოს უფრო აქტიური როლი შუამავლობაში უკრაინაში ომის დასრულებისთვის. „ზელენსკისთან პირდაპირი საუბარი, თუ ეს მოხდება, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება პეკინის ძალისხმევაში, შეასრულოს მშვიდობისმყოფელის როლი უკრაინაში, რასაც აქამდე სკეპტიციზმით უყურებდნენ ევროპაში. ეს ასევე გააძლიერებს პეკინის, როგორც გლობალური შუამავლის სანდოობას გასულ კვირას საუდის არაბეთსა და ირანს შორის მოულოდნელი დიპლომატიური გარღვევის ხელშეწყობის შემდეგ“, - წერს გაზეთი.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)