|
2023-03-13 16:59:55, 1459 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - გასულ წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი ინვესტიციების მაჩვენებელმა 2 მლრდ დოლარს გადააჭარბა
გასულ წელს პირველად ქვეყანაში, ერთი წლის განმავლობაში 2 მლრდ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემოვიდა, - განაცხადა დღეს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. მთავრობის ადმინისტრაციაში მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე ლევან დავითაშვილმა დეტალურად ისაუბრა გასულ წელს საქართველოში განხორცილებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მხრივ არსებული ტენდენციების შესახებ. როგორც ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, საქსტატის მიერ დაზუსტებულ იქნა ინფორმაცია გასული წლის პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან დაკავშირებით - სამი კვარტლის შედეგების მიხედვით 2022 წელს საქართველოს ეკონომიკაში 1 მლრდ 600 მლნ აშშ დოლარის უცხოური ინვესტიციები იყო განხორციელებული, თუმცა მეოთხე კვარტლის მონაცემებთან ერთად მათმა ოდენობამ გასულ წელს რეკორდულ მაჩვენებელს, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 2 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამასთან, როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წყარო, მათ შორის მეოთხე კვარტალში ძირითადად ევროკავშირის ქვეყნები იყო - მათზე მოდის შემოსული ინვესტიციების თითქმის ნახევარი. უფრო კონკრეტულად: 2-ჯერ მეტად (142.5%-ით) არის გაზრდილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ევროკავშირიდან და 859.6 მლნ. აშშ. დოლარს ანუ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 43%-ს შეადგენს. თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია შემოსული დიდი ბრიტანეთიდან (428.3 მლნ. აშშ. დოლარი), ამას მოყვება აშშ და სხვა პარტნიორი ქვეყნები. „საინვესტიციო სექტორებიც ძალიან დივერსიფიცირებულია - გარდა იმისა, რომ ჩვენ ტრადიციულად ენერგეტიკაში გასულ წელს საკმაოდ მაღალი აქტივობა გვქონდა და მოლოდინი გვაქვს, რომ მიმდინარე წელსაც ასევე იქნება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა სხვადასხვა მიმართულებით - ეს არის როგორც უძრავი ქონება, მშენებლობა, ისე ტურისტული ინფრასტუქტურის გაუმჯობესება. რა თქმა უნდა, მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტრანსპორტის, ლოგისტიკის და დასაწყობების მიმართულებით იყო ყველაზე მეტი აქტივობა და ინვესტიციების ისე განაწილდა, როგორიც ჩვენი ეკონომიკური ზრდის სტრუქტურა იყო", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში (526.4 მლნ. აშშ. დოლარი) მე-2 ადგილზე უძრავი ქონების სექტორია (406.9 მლნ. აშშ. დოლარი). გარდა ამისა, 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა ასევე წყალმომარაგებისა და ნარჩენების მართვის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორებში.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)