10:47 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-13 16:39:43, 1081 ნახვა

პოლიტიკა
კარასინი - ზურაბიშვილმა მკაცრი ინსტრუქტაჟი გაიარა - ვაშინგტონში ითხოვენ, რომ საქართველო სანქციებს შეუერთდეს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონში მკაცრი ინსტრუქტაჟი მიიღო. 

როგორც კარასინი Telegram-ზე წერს, აშშ ითხოვს, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდეს. 

"სალომე ზურაბიშვილმა ვაშინგტონში მკაცრი ინსტრუქტაჟი გაიარა. ისინი ითხოვენ, რომ საქართველო შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რიგებს. საკითხავია, ეყოფა თუ არა თბილისს გამბედაობა, რომ დამოუკიდებლად განსაზღვროს, როგორ მოიქცეს",- წერს კარასინი. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სამუშაო ვიზიტით, 5 მარტს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვია და ნიუ იორკში, გაერო-ს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიას დაესწრო. ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ასევე შეხვდა ვაშინგტონში  ეროვნული უსაფრთხოების საკითხების აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს. 

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას ამერიკიდან არა ერთხელ მიმართა. ვიდეომიმართვაში სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა დაინახეს საქართველოს ევროპული გზის მიმართ არსებული "არაჩვეულებრივი განწყობა და ნამდვილად ხალხის ნება".  გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ ხელისუფლების მიმართ არის უნდობლობა, თუმცა ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ევროპულ გზასთან, ვეტოს დაადებს. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ცაჰალის ცნობით, მოკლეს ჰამასის მეთაური აბუ მუსტაფა, რომელიც 7 ოქტომბრის თავდასხმასთან იყო დაკავშირებული
ვაშინგტონმა და თეირანმა გადაწყვიტეს ჰორმუზის სრუტის გავლით უსაფრთხო გადაადგილების მექანიზმის შემუშავება
ყატარში, მსოფლიოში უდიდეს თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების ცენტრში აფეთქება მოხდა, 54 ადამიანი დაშავდა
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics