|
2023-03-13 13:42:29, 812 ნახვა
საზოგადოება
ბაზისბანკის საგაზაფხულო სოციალური კამპანია მრავალშვილიანი დედებისთვის
ბაზისბანკი, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივის ფარგლებში, აგრძელებეს სხვადასხვა სახის საქველმოქმედო კამპანიას. ამჯერად, ბანკის თანამშრომლების ინიციატივითა და ჩართულობით, მრავალშვილიან დედებს მარტის დღესასწაულები მიულოცა. საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში, ბენეფიციარებად შეირჩნენ სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი დედები, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ საზოგადოების გვერდით დგომა. „ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყო და სასიხარულოა, რომ კამპანიაში დიდი ენთუზიაზმით, აქტიურად ჩაერთო ბაზისბანკის გუნდის წევრები საქართველოს ყველა რეგიონიდან. რა თქმა უნდა, ქველმოქმედებისთვის უმნიშვნელოვანესია კომპანიის ფინანსური მხარდაჭერა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლავთ ადამიანური რესურსების კონტრიბუცია. ბანკის დაფინანსებითა და ჩვენი გუნდის წევრების ჩართულობით, მოხდა ბენეფიციარების მოძიება, მათი ინდივიდუალური საჭიროებების მოკვლევა და შემდეგ, სპეციალურად მათთვის საჭირო ნივთებისა და პროდუქტების შეძენა და გადაცემა. გვჯერა, რომ ერთმანეთზე ზრუნვა აუცილებლად უკეთესობისკენ შეცვლის ჩვენს მომავალს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)