18:02 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-11 10:57:56, 1517 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთთან დაკავშირებულ 120 ფიზიკურ და 287 იურიდიული პირს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებულ 120 ფიზიკურ და 287 იურიდიული პირს სანქციები დაუწესა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია  პრეზიდენტის 2023 წლის 10 მარტის No145/2023 ბრძანებულებაშია მოცემული. 

"NSDC-მ გაითვალისწინა უკრაინის მინისტრთა კაბინეტისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წინადადებები და დააწესა ეკონომიკური სანქციები 120 პირზე, რომელთა უმეტესობა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა, ასევე კვიპროსის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთის, თურქეთისა და ნიდერლანდების.

შემაკავებელი ზომები, ასევე, დაწესდა 287 იურიდიულ პირზე, მათ შორის რუსულ ფსონების კომპანიებზე, ლატარიის ორგანიზატორებზე, იპოდრომებზე, საინვესტიციო და გასართობ კომპანიებზე და სხვა",- აღნიშნულია განცხადებაში.

განკარგულება, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით ამოქმედდა. 

ამასთან, სანქციები გათვლილია 50 წელზე.

გარდა ამისა, განკარგულების მიხედვით, საგარეო საქმეთა სამინისტროს დაევალა ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და სხვა სახელმწიფოების კომპეტენტურ ორგანოებს აცნობოს სანქციების გამოყენების შესახებ და მათ წინაშე დააყენოს მსგავსი შემზღუდავი ზომების დაწესების საკითხი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics