15:24 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-09 14:40:01, 912 ნახვა

პოლიტიკა
გერმანიის საელჩო - კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოში გერმანიის საელჩო ავრცელებს.

საელჩო მოუწოდებს მხარეებს, საქართველოს ევროპული მომავლისთვის აუცილებელი ნაბიჯები ერთად გადადგან.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება სწორი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. განსაკუთრებით მივესალმებით მოსახლეობასთან დიალოგის გამართვის ინიციატივას. პროცესში შესაბამისი ჯგუფების ჩართვა და პროფესიული დიალოგი ყველა დემოკრატიული საკანონმდებლო პროცესის საფუძველს წარმოადგენს. 

მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, ერთად გადადგან აუცილებელი ნაბიჯები საქართველოს ევროპული მომავლისთვის", - აღნიშნულია გერმანიის საელჩოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს, 9 მარტს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტი გაიწვიოს. უმრავლესობამ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზად კანონპროექტის უარყოფითად წარმოჩენის ხარჯზე საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანა და "კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში" ახალგაზრდების ნაწილის ჩათრევა დაასახელა.

პარლამენტში „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღეს, 8 მარტს კი, პარლამენტის თავმჯდომარემ ის ვენეციის კომისიაში გადააგზავნა. კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics