|
2023-03-08 15:43:19, 1214 ნახვა
საზოგადოება
„ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ“ - ქვეყნის 11 ქალაქში ქალების მარში იმართება
ქალები ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ - ქვეყნის 11 ქალაქში ქალების მარში მიმდინარეობს. გარდა ამისა, ქალთა მოძრაობა რუსული კანონპროექტის წინააღმდეგ მანიფესტს წაიკითხავენ. "ტრადიციულად, ქალთა საერთაშორისო დღეს, ქალთა მოძრაობა ყურადღებას ვამახვილებთ მიმდინარე გამოწვევებზე - ფემიციდზე, პოლიტიკაში ქალების ჩართულობის ხელშეწყობაზე, ოჯახში ძალადობაზე, ადრეულ ქორწინებაზე და ა.შ. დღეს, ჩვენ უნდა ვლაპარაკობდეთ გაუპატიურების ხარვეზიან კანონპროექტზე, შრომით უფლებებზე, ეკონომიკურ ძალადობაზე და სხვა სისტემურ პრობლემებზე, მაგრამ რუსული კანონპროექტი, რომლის დაკანონებასაც საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს, გვიზღუდავს მოქმედების არეალს. ჩვენ, ქალები, ახალგაზრდებიც და ხანდაზმულებიც, სტუდენტები და მშრომელები, რეგიონებში მცხოვრები, ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები, ემიგრანტები, იძულებით გადაადგილებული ქალები, შშმ პირები და მათი მშობლები, მარტოხელა თუ მრავალშვილიანი დედები, ძალადობაგამოვლილი ქალები დღეს ერთხმად ვუცხადებთ მხარდაჭერას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას, რომლებიც მუდმივად დგანან ჩვენი უფლებებისა და საჭიროებების სადარაჯოზე",- ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)