|
2023-03-07 15:58:00, 1590 ნახვა
საზოგადოება
არა რუსულ კანონს! - პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს, 18:00 საათზე განახლდება
არა რუსულ კანონს! - საქართველოს პარლამენტთან „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართება. აქცია დღეს, 18:00 საათზე დაიწყება და მოქალაქეები პლენარულ სხდომაზე „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ გამოვლენ. "საქართველოს ხელისუფლება ისევ გვატყუებს. როგორც ჩანს, იმდენად მტკიცეა ნება, მიიღონ რუსული კანონი, ხელისუფლებამ ტყუილისა და გაიძვერობის ხერხს მიმართა. მათ იცრუეს, რომ კანონპროექტის განხილვა გადაიდო, თუმცაღა როგორც კი შენიშნეს, რომ პარლამენტის ტერიტორიიდან ხალხმა წასვლა დაიწყო, მამუკა მდინარაძემ გამოაცხადა კანონპროექტის დღესვე განხილვის შესაძლებლობა. ერთადერთი, რაც მას ამ პროცესში აფერხებს, სახალხო პროტესტი და ტალღაა. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ გამოვლინდა მათი სიმხდალე. ერთადერთი,რასაც ახლა ჩვენი ქვეყნის გადარჩენა შეუძლია, თქვენი ყოფნაა აქ, იქამდე, ვიდრე არ მივაღწევთ მიზანს, რუსული კანონის განხილვა აღარასდროს დაბრუნდეს დღის წესრიგში მოდი აქ,რათა ხმამაღლა ვუთხრათ ჩვენი მტკიცე #არარუსულკანონს ნურავის მივცემთ უფლებას,წაგვართვას მომავალი დცდაგვაბრუნოს რუსულ ორბიტაზე",- ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თებერვალში დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც. მეორეს მხრივ, მმართველი პოლიტიკური გუნდი ანტიდასავლური მოძრაობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას აანონსებდა. კრიტიკის შემდეგ, "ხალხის ძალამ" კანონპროექტის მეორე ვარიანტიც დააინიცირა, რომელიც მათივე მტკიცებით, "ამერიკული კანონის ანალოგია" და რუსულ ვერსიასთან შედარებით, "ნაკლებად ლიბერალურია". "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტს მხარი 2 მარტს, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, გუშინ, 6 მარტს კი, იურიდიულ კომიტეტზე დაუჭირეს.
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)