|
2023-03-06 21:45:43, 1279 ნახვა
საზოგადოება
7 მარტს, 09:00 საათზე პარლამენტთან „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება
7 მარტს, 09:00 საათზე პარლამენტთან „უცხოური აგენტების“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია გაიმართება. ამის შესახებ ოპოზიციის წევრებმა განაცხადეს. პარლამენტის წევრმა, ხატია დეკანოიძემ საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა, რომ ხვალ, 09:00 საათზე გამოცხადდნენ პარლამენტთან, ვინაიდან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ "ქართულ ოცნებას" დაანახოს, რომ ქვეყანაში არსებობენ, ადამიანები, რომლებსაც არ სურთ რუსეთი. ამასთან ერთად, პარტია "ლელოს" წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა, განაცხადა, რომ "აგენტების" შესახებ კანონპროექტი არის რუსული და რუსული კანონით "ქართული ოცნება" აპირებს, მეორედ მოახდინოს საქართველოს გასაბჭოება, რაც ქვეყნის მოქალაქეებმა არ უნდა დაუშვან. ცნობისთვის, ანტიდასავლურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ" საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტის მიხედვით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. აღნიშნული კანონპროექტის ინიცირებას გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება. დასავლეთი და შეერთებული შტატები ერთხმად თანხმდებიან, რომ ასეთ კანონს შეუძლია პოტენციური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგია არასამთავრობო სექტორი და ოპოზიციაც.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)