20:20 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-06 19:35:06, 1248 ნახვა

პოლიტიკა
მელია აგენტების შესახებ კანონპროექტზე - ჩვენ ვკარგავთ არა უბრალოდ ევროპულ პერსპექტივას, არამედ ქართულ იდენტობას

ჩვენ ვკარგავთ არა უბრალოდ ევროპულ პერსპექტივას, არამედ ვკარგავთ იმას, რაც უკვე გვაქვს, ანუ ქართულ იდენტობას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული იდენტობის და ისტორიული მონაპორის დაცვა შესაძლებელია, მხოლოდ დაცულ ერთობაში და ასეთი დაცული ერთობა მხოლოდ ევროპული ოჯახია, რომელიც იცავს იდენტობას, განსხვავებით რუსეთისგან, რომელიც გიოხრებს იდენტობას.

|ჩვენ ვკარგავთ არა უბრალოდ ევროპულ პერსპექტივას, არამედ ვკარგავთ იმას, რაც უკვე გვაქვს, ანუ ქართული იდენტობა. მჯერა, რომ ქართული იდენტობის, ქართული სახელმწიფოს ისტორიული მონაპოვრის დაცვა, შესაძლებელია, მხოლოდ დაცულ ერთობაში და ასეთი დაცული ერთობა წარმომიდგენია მე მხოლოდ და მხოლოდ ევროპული ოჯახი, რომელიც იცავს შენს იდენტობას, განსხვავებით რუსეთისგან, რომელიც აოხრებს და გინადგურებს იდენტობას. "მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ევროპელი" როდესაც ითქვა, ეს ნიშნავს რას? დღეს შენ გართმევენ არა უბრალოდ ევროპელობას, არამედ ქართულ იდენტობასაც. ბოლშევიკური კანონპროექტი არ უნდა გადაიქცეს კანონად. ბოლშევიკური კანონი გულისხმობს თითოეული თქვენგანის, ჩემი, თქვენი და ყველა მოქალაქის პოზიციის რეგულაციაში მოქცევას. ეს არანაირად არ უკავშირდება გამჭვირვალობას. უკავშირდება სრულ კონტროლს...

იმ კულტურის გაცოცხლება უნდათ, რომ ვიღაც ადამიანი რაღაცას დაწერს თქვენზე და ამის შემდეგ დაიწყება თქვენ წინააღმდეგ ადმინისტრაციული ა სისხლის სამართლებრივი წარმოება და ან დაგაჯარიმებენ, ან დაგაპატიმრებენ და არც გეცოდინებათ, რის საფუძველზე დაიწყო ეს ყველაფერი. ეს გეგმა გულისხმობს სახელმწიფოებრიობისთვის საძირკვლის გამოცლად. ეს არ არის უბრალოდ კანონპროექტი, რომელიც ანტიკონსტიტუციურია, თავდაყირა აყენებს ქართულ სახელმწიფოს", - განაცხადა მელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics