|
2023-03-06 15:29:30, 598 ნახვა
პოლიტიკა
ოხანაშვილი არასამთავრობოებს - კანონს უწოდებთ კანონპროექტს, რომელიც ჯერ კიდე პირველი მოსმენით არ არის მიღებული
ადამიანი, რომელიც კომიტეტზე ზის და ამბობს, რომ ეს არის კანონი და თან რუსული კანონი, მე ვალდებული ვარ ხალხის და საზოგადოების წინაშე, ავუხსნა, რომ ეს არის ტყუილი, ჯერ ერთი რომ ეს არ არის რუსული კანონი, ერთი ერთში ნათარგმნი ამერიკული მოდელია და მეორე - ეს არ არის კანონი - ასე მიმართა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებს კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც „ხალხის“ ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს განიხილავენ . ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კანონს უწოდებენ კანონპროექტს, რომელიც ჯერ კიდე პირველი მოსმენით არ არის მიღებული. „თქვენ ეძახით კანონს კანონპროექტს, რომელიც ჯერ პირველი მოსმენით არ არის მიღებული. თხოვნა მაქვს, ახსნას ვინმემ, რატომ უწოდებთ კანონს, როდესაც პირველი მოსმენით არ არის მიღებული და გაკეთდა დათქმა, რომ გაიგზავნება ვენეციის კომისიაში და მეორე მოსმენის ფარგლებში, მათ შორის ტერმინოლოგიური იქნება თუ სხვა საკითხი, ვიმსჯელოთ. მაინც ამბობთ, რომ ეს არის კანონი. სად არის სიმართლე? მერე გწყინთ, რომ რატომ ვაკეთებთ განმარტებას. მე ვალდებული ვარ ხალხის და საზოგადოების წინაშე, რომ ადამიანი, რომელიც კომიტეტზე ზის და ამბობს, რომ ეს არის კანონი და თან რუსული კანონი, მე ავუხსნა ხალხს, რომ ეს არის ტყუილი. ჯერ ერთი რომ ეს არ არის რუსული კანონი, ერთი ერთში ნათარგმნი ამერიკული მოდელია და მეორე - ეს არ არის კანონი, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე “ქართული ოცნების" და ანტიდასავლური მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრები, „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ. ადგილზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციონერ დეპუტატებს შორის სიტუაცია არა ერთხელ დაიძაბა და სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ორგანოში დაშვების შეზღუდული რეჟიმი აამოქმედეს და ჟურნალისტები არ შეუშვეს. პარლამენტის შენობასთან არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები არიან შეკრებილი და საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე ასევე იმყოფებიან რიგითი მოქალაქეები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც თვლიან, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა საქართველოს მომავლისთვის საზიანო იქნება.
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)