|
2023-03-06 11:36:22, 663 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის წარმომადგენლებს და თევზმომშენებელ ფერმერებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი აკვაკულტურის განვითარების ასოციაციის წარმომადგენლებს და თევზმომშენებელ ფერმერებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც ქ. ახალციხეში გაიმართა, მონაწილეებმა საქართველოში აკვაკულტურის სექტორში არსებული გამოწვევებისა და თევზის წარმოების ხელშეწყობის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო თევზის დაავადებების კვლევის მიმართულებით ლაბორატორიული კომპონენტის გაძლიერების მნიშვნელობას. ბიზნესოპერატორებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. „საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია აკვაკულტურის განვითარებისთვის მხრივ. ჩვენი მიზანია, შეიქმნას ქართული ჯანსაღი პროდუქცია, რომელიც დააკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს და ექსპორტზე გავა მსოფლიო, მათ შორის, ევროკავშირის ბაზრებზე“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. ახალციხეში გამართულ შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვარდიაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოფლის განვითარების სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის და სამცხე-ჯავახეთის თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)