|
2023-03-05 12:50:10, 2015 ნახვა
საზოგადოება
„ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას“ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებისთვის შექმნილ მოძრაობას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები უერთდებიან. მედიკოსებმა გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით მიმართეს. "ჩვენ, საქართველოს ექიმებს მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი სხვა ფუნდამენტურ საკითხებთან ერთად, ნიკა გვარამიას გათავისუფლებაზეც გადის. დრო არ ითმენს. ახლა სიჩუმე და გულგრილობა დაუშვებელია. ჩვენ ექიმები ვდგავართ სიმართლისა და სამართლიანობის მხარეს. ვფიქრობთ, ნიკა გვარამიას გათავისუფლება იქნება სწორი როგორც მორალურად, ასევე, იურიდიულად და დაეხმარება ჩვენს ქვეყანას ამ მეტად მნიშვნელოვან გზაზე. ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული პრეზიდენტის როლი ამ პროცესში და ასევე ის, რომ ნიკა გვარამიას გათავისუფლების გზა უმოკლესი გზა მისი შეწყალებაა. პრეზიდენტს მარტივად შეუძლია, გადაჭრას ეს პრობლემა და დაამტკიცოს მის მერ გაცხადებული ევროპული კურსის მიმართ ერთგულება. ამ ქმედითი ნაბიჯით ხელი შეუწყოს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. სრულიად ვუჭერთ მხარს ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას და მათ აქტივობას, რაც აბსურდული ბრალდებით, უსამართლოდ დაკავებული ადამიანის გათავისუფლებისაკენ იქნება მიმართული" ,- აღნიშნულია ექიმების განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 16 თებერვალს ტელეგადაცემა - "რა? სად? როდის?" ინტელექტუალებმა და მედიასაშუალების წარმომადგენლების ნაწილმა "ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა" დააფუძნეს. მოძრაობის მიზანი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის საპატიმროდან დროული გათავისუფლებაა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)