21:45 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-03 18:59:24, 808 ნახვა

პოლიტიკა
ხაჭაპურიძე - პოლონელი ექსპერტები ეწვევიან საქართველოს და ბატონ სააკაშვილს საექსპერტო კვლევას ჩაუტარებენ

პოლონელი ექსპერტები უახლოეს დღეებში ეწვევიან საქართველოს. ისინი ჩაუტარებენ ბატონ სააკაშვილს საექსპერტო კვლევას, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც 27-მა სახელმწიფომ იუსტიციის სამინისტროს დემარშით მიმართა, პოლონელებმა მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ ჩამოსულიყვნენ და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გაკეთებინათ კვლევა.

მან დასძინა, რომ რამდენადაც მათთვის ცნობილია, პოლონელების ვიზიტი საქართველოს მთავრობასთან არის შეთანხმებული.

"პოლონელი ექსპერტები უახლოეს დღეებში ეწვევიან საქართველოს. ისინი ჩაუტარებენ ბატონ სააკაშვილს საექსპერტო კვლევას. 

მოგეხსნებათ, რომ 27-მა სახელმწიფომ მიმართა დემარშით იუსტიციის სამინისტროს და აქედან გამომდინარე პოლონელებმა მიიღეს გადაწყვეტილება.

როგორც ჩვენს გვაქვს ინფორმაცია, ეს შეთანხმებულია საქართველოს მთავრობასთან. 

ჩვენ არ ვეთანხმებით იმ პოზიციას, რაც განჩინებებშია ასახული და სამხარაულის დასკვნას, რომელიც წარმოადგინა პენიტენციურმა სამსახურმა. ისინი არ ეთანხმებიან ჩვენს დასკვნას ამიტომ, ეს არ იქნება არც ერთი მხარე, ჩამოვლენ ექსპერტები და გააკეთებენ დასკვნას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და გარდამტეხი იქნება სააკაშვილის საქმეში" - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics