|
2023-03-03 16:02:01, 956 ნახვა
საზოგადოება
ალასანია - საერთოდ არ გვიფიქრია სტრასბურგზე, გეგმებზე არ გვილაპარაკია
საერთოდ არ გვიფიქრია სტრასბურგზე, გეგმებზე არ გვილაპარაკია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა. როგორც ალასანიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო. "საერთოდ არ გვიფიქრია სტრასბურგზე, საერთოდ არ ფიქრობს. ფიქრობს, რომ მსოფლიომ და პირველ რიგში, ქართველებმა არ დაუშვან ასეთი ადამიანის სიკვდილი. გეგმებზე არ გვილაპარაკია. მოსალოდნელი იყო, რაც მოხდა. არავითარი ილუზია არ მაქვს არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუტთან დაკავშირებით... ცუდად არის, მომაკვდავ მდგომარეობაშია. მეტყველება აღდგენილი აქვს ასე თუ ისე, მაგრამ რა დროს წაერთმევა, არ ვიცი. საკვებს რაც შეეხება, ყველაფერი უკან მომაქვს ხოლმე", - განაცხადა ალასანიამ. შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. მეორე ინსტანციამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის ინტერესების დამცველების სააპელაციო საჩივარი და 2 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 თებერვლის განჩინება ძალაში დატოვა. სააპელაციომ განმარტა, რომ საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)