2023-03-03 00:03:17, 795 ნახვა
პოლიტიკა
პრაისი - ვინც ხმას მისცემს ამ კანონს, საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე იქნება პასუხისმგებელი
ყველა, ვინც ხმას მისცემს ამ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც პრაისმა ბრიფინგზე დემნა დევდარიანის შეკითხვის საპასუხოდ თქვა, კანონი საქართველოს "მოქალაქეებს გააჩუმებს და მათ სტიგმატიზაციას მოახდენს"
"ღრმად შეშფოთებულები ვართ ამ კანონის პოტენციური შედეგებით საქართველოში სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის მხრივ. ყველა, ვინც ხმას მისცემს ამ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. ასეთი კანონი მისწრაფებებს, რომლებსაც ქართველ ხალხი ათწლეულების განმავლობაში გამოხატავს, არ შეესაბამება", - ამბობს პრაისი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,