23:25 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-02 17:42:03, 668 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე - რასაც ახლა ხედავთ ე.წ. პარლამენტში, ეგაა რუსეთი ქართული გვარებით

რასაც ახლა ხედავთ ე.წ. პარლამენტში, ეგაა რუსეთი ქართული გვარებით,- ამის შესახებ  "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიიღების შემხთვევაში ის კიდევ უფრო გაიდგამს ფესვებს და 'უკან გამოძრომა კიდევ უფრო ძვირი დაგვიჯდება".

"რასაც ახლა ხედავთ ე.წ. პარლამენტში, ეგაა რუსეთი ქართული გვარებით ყოველთვის ასე იყო ბოლო 2 საუკუნეა ამ კანონს თუ მიიღებენ, კიდევ უფრო გაიდგამს ფესვებს და უკან გამოძრომა კიდევ უფრო ძვირი დაგვიჯდება ბეეევრად ძვირი გადადეთ გვერდით ყველა კაპრიზი, თუნდაც ლეგიტიმური
და გადით რუსთაველზე ახლა არავინ თქვენს გარდა ამის გამჩერებელი არაა",- წერს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში შეკრებილი იყვნენ არასამთავრობო სექტორისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც, რომლებიც "ხალხის ძალის" კანონპროექტს აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის მიღება დაუშვებელია. მათ საკანონმდებლო ორგანოში "ქართული ოცნების" და "ხალხის ძალის" წევრები შეძახილებითაც შეაცილეს.

მიმდინარე მოვლენების პარალელურად, ოპოზიციონერმა ლიდერებმა პარლამენტის შენობის წინ დღეს, 18:00 საათზე საპროტესტო აქციაც დააანონსეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics