|
2023-03-02 13:04:38, 506 ნახვა
საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, დონორთა ყოველწლიური საკოორდინაციო კონფერენცია გაიმართა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ორგანიზებით, დონორთა ყოველწლიური საკოორდინაციო კონფერენცია გაიმართა. შს სამინისტროს ცნობით, ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ და ევროკავშირის წარმომადგენლობის ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეების გუნდის ხელმძღვანელმა - აგატა ნიებოიმ. "მინისტრის მოადგილემ სტუმრებს, დონორ ორგანიზაციებსა და პარტნიორ სახელმწიფოებს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში უწყვეტი მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. კონფერენციის მიზანი იყო დამსწრე საზოგადოებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების საჭიროებების ანალიზის შედეგების წარდგენა, ასევე, უწყებაში მიმდინარე და ინიცირებული რეფორმებისა და სიახლეების, დონორი ორგანიზაციების, პარტნიორი სახელმწიფოებისა და სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიწოდება. სტუმრებს ინფორმაცია მიეწოდათ შემდეგი მიმართულებებით: კრიზისების მართვა, ადამიანის უფლებების დაცვა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და პრევენცია, საზღვრის და მიგრაციის მართვა. კონფერენცია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“- ფარგლებში გაიმართა", - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)