|
2023-03-02 11:34:10, 481 ნახვა
საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძე - დღეს ჯარში არის საუკუთესო პირობები, რაც საქართველოში ჯერ არ ყოფილა
პრემიერის მიერ გაცხადებული პოლიტიკა - ყველაფერი საუკეთესო ჯარს, სამი წლის განმავლობაში ხორციელდება და დღესაც აქტიურად მიმდინარეობს. სამხედროების ხელფასი 40%-ით გაიზარდა, 20%-ით 2020 წლიდან და დამატებით 20% -ით მიმდინარე წლის იანვარში,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ "რუსთავი2"-ის ეთერში სტუმრობისას განაცხადა. „დღეს ჯარში კვება არის საუკეთესო, რაც საქართველოში ჯერ არ ყოფილა. საცხოვრებელი პირობები, აღჭურვილობა და ინფრასტრუქტურაც ისეთია, რომ ალბათ ბევრი ნატოს წევრი ქვეყანა ვერ უწევს კონკურენციას ჩვენს პირობებს“,- განაცხადა მინისტრმა. მინისტრმა საუბრისას ჯარის მიმართ შავ პიარზეც ისაუბრა. „ჯარის მიიმართ გრძელდება შავი პიარ კამპანია, თუ რატომ გავუმასპინძლდით ახალ წელს ხორცით ჯარისკაცებს, რატომ ვაჩუქეთ დაღუპულების ოჯახის წევრებს საახალწლო ნობათი და გმირებს რატომ დავურიგეთ საჩუქრები. ეს იწვევს აგრესიას იმ პირების მიმართ, ვინც ასეთ ჭორებს ავრცელებს“,- განაცხადა ბურჭულაძემ. „რუსთავი2“-ის ეთერში მინისტრი საბინაო პოლიტიკასაც შეეხო და აღნიშნა, რომ “ჯარის ქალაქი” ერთ-ერთი საამაყო პროექტია. „მახათას მთა ერთ-ერთი საამაყო პროექტია. ეს არის ათეულობით წლებით დაგროვილი პრობლემა. ჩვენ დავუკანონეთ დაახლოებით 1500 სამხედრო მოსამსახურეს ბინები. ასევე მახათაზე გადაეცემა ბინები 1050 სამხედრო მოსამსახურეს,” - განაცხადა მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)