|
2023-03-02 10:45:21, 481 ნახვა
საზოგადოება
ბურჭულაძე - აბსურდული შავი პიარია მიმართული ყველაზე რეპუტაციული ინსტიტუციის დასაკნინებლად
ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2" -ის პირდაპირ ეთერში კიდევ ერთხელ გასცა პასუხი მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებს და მას შავი პიარი უწოდა. ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მან მობილური ტელეფონები გადასცა არა სამოქალაქო, არამედ სამხედრო მოსამსახურეებს, ოფიცრებს, რომლებიც ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილეობდნენ და რამდენიმე დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეს. ასევე, აღნიშნა, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს ფულადი ჯილდოს სახით პრემიაც გადაეცათ. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არცერთი მობილური ტელეფონი სამოქალაქო პირისთვის არ მიჩუქნია, მე თვითონ მაქვს ძველი მოდელი აიფონი და მეტიც, მე არც კი ვსარგებლობ კორპორატიული მომსახურებით ჩემს მობილურ ნომერზე. მე თვითონ ვიხდი ჩემი მობილურის გადასახადს, ასევე, საზღვარგარეთ მივლინებაში ყოფნის დროს მე თვითონ ვიხდი როუმინგის გადასახადებს. ეს არის აბსოლუტური ტყუილი,“ - განაცხადა მინისტრმა. მინისტრმა ისაუბრა ალკოჰოლური ხარჯებისა და სასაჩუქრე კალათების შესახებ და აღნიშნა, რომ ეს გახლდათ წარმომადგენლობითი ხარჯი, რაც მიღებული პრაქტიკაა მთელს მსოფლიოში და ტენდერის გამოცხადებას არ საჭიროებდა: „ეს არის წარმომადგენლობითი ხარჯი, სხვა ხარჯი ვერ იქნება. ანალოგიურია ის სასმელები, რაზეც მეორე სერია იყო ამ შავი პიარის, ესეც ახალ წელს ჩვენი დაღუპული გმირების, გარდაცვლილი გმირების ოჯახის წევრებს გადავეცით.“ მინისტრმა აღნიშნა, რომ შესყიდვების ვებ-გვერდზე იტვირთება აბსოლუტურად ყველა ხელშეკრულება, გარდა საიდუმლო შესყიდვებისა. მან ასევე უპასუხა მისი ოჯახის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს: „მე არაერთხელ აღვნიშნე, არ ვმალავ, რომ ვარ შეძლებული ოჯახიდან. ჩემმა ოჯახმა მარტო 2007 წელს მოახდინა რეალიზაცია ერთ-ერთი მსხვილი კომერციული ფართის რუსთაველის გამზირზე. ეს არასდროს არ დამიმალავს, თუ ეს მიკრძალავს მე ჩემს საქმიანობას? პირიქით, ჩემი აზრით, ეს არის მოტივაცია, რომ უფრო მეტად მოვუფრთხილდეთ და უფრო მეტი სიმკაცრით მივუდგეთ ფინანსების ხარჯვის საკითხს.”
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)