23:30 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-02 09:52:03, 431 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არცერთ ფიზიკურ პირს არ ეხება, ამერიკული და რუსული ვარიანტებისგან განსხვავებით

კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ შესახებ არცერთ ფიზიკურ პირს არ ეხება, ამერიკული და რუსული ვარიანტებისგან განსხვავებით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, საუბარია ქართულ ვარიანტზე, რაც „ხალხის ძალამ“ წარმოადგინა და რაშიც ცვლილებები კიდევ უნდა შევიდეს.

„ნებისმიერი რისკი უნდა დაიზღვეს ამ მიმართულებით. წინ განხილვები და მოსმენებია. არ გაბედოთ განხილვაო და... განხილვის გარეშე იქ არის რაღაც ხარვეზები, მე თვითონ გიდასტურებთ. არცერთ ფიზიკურ პირს [კანონი] არ ეხება. ამ კანონის მიხედვით, რეესტრში უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრირდება მხოლოდ ორგანიზაცია, რომელსაც დაფინანსების 20%-ზე მეტი აქვს ქვეყნის გარედან“, - განმარტა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
მოქალაქეების 71% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, თუმცა 49% მიიჩნევს, რომ საქართველო ევროინტეგრაციის პროცესში არასწორი მიმართულებით მიდის
ლელო: სააკაშვილის განცხადება პოლიტიკური განხეთქილების შექმნის მცდელობაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics